2020 წლის 2 დეკემბერს გამართულ ინტერნეტმმართველობის მე-6 ფორუმზე .GE ზონის ადმინისტრატორმა პანდემიის გავლენა შეაფასა. ონლაინ ფორმატით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენელი იქნა ის ანგარიშები და სტატისტიკური მონაცემები, რაც პანდემიურ პერიოდში .GE ზონის პორტფელის მნიშვნელოვან ზრდას ადასტურებს. ამასთან, აღინიშნა უსაფრთხოების სისტემების შემუშავებისა და დანერგვისთვის ადმინისტრატორის მუდმივი თანამშრომლობის შესახებ პარტნიორებთან.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს .GE ზონის რეგისტრატორი კომპანიების წარმომადგენელებმაც, მათ ყურადღება .GE ზონის რეფორმის წარმატებულ შედეგებსა და სტრუქტურული მოწყობის მოდელზე გაამახვილეს.