16.11.20

თბილისი აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმს მასპინძლობს

თბილისში 18-19 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური DNS ფორუმი (EE DNS Forum 2020) ჩატარდება, რომელიც რეგიონის მასშტაბით ინტერნეტ დომენებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს შეეხება. ყოველწლიური ფორუმი მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ორგანიზებითა და „კავკასუს ონლაინის“ როგორც .GE საქართველოს კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მხარდაჭერით იმართება.
DNS-ი არის ინტერნეტის ერთ-ერთი საბაზისო სისტემა, რომელიც ვებგვერდებთან კავშირს უზრუნველყოფს. სწორედ მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება თბილისში დაგეგმილი ფორუმი. არსებული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიება სრულად დისტანციური ფორმატით ჩატარდება.
ონლაინ-ფორუმს ICANN-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მარტენ ბოტერმანი გახსნის. ფორუმს ასევე დაესწრებიან აღმოსავლეთ ევროპის ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და სპეციალისტები, რომლებიც გაუზიარებენ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებას, ასევე ისაუბრებენ დომენური ინდუსტრიის უახლეს გამოწვევებსა და ტენდენციებზე.

ფორუმის მიზანი:

DNS ინდუსტრიისა და ზოგადად, ინტერნეტ სფეროში არსებული საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზების მოძიება. ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უახლოესი წლების ტენდენციები. აქტუალური თემები, გამორჩეული მომხსენებლები და ყველაზე კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

წლევანდელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

● რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე;
● იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედუნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება;
● DNS– ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება;
● ბიზნესის წარმოების უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა.

„კავკასუს ონლაინთან“ და ICANN-თან ერთად, ფორუმს ოქროს და ვერცხლის სპონსორებიც ჰყავს. ოქროს სპონსორია ქართული IT კომპანია GREENNET-ი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამერიკული IT და სატელეკომუნიკაციო კომპანია CISCO-ს პარტნიორია. ვერცხლის სპონსორი კი კომპანია OnCloud-ია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ქლაუდ სერვისებსა და Tier სტანდარტის დატა ცენტრის მომსახურებასა და კიბერუსაფრთხოების სერვისებს სთავაზობს.

უფრო ვრცლად ფორუმის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://eednsforum.org/ka/
წყარო:https://bm.ge/ka/article/tbilisi-agmosavlet-evropis-dns-forums-maspindzlobs/68907

სიახლეები