07.03.22

.GE ზონის ადმინისტრატორმა ccNSO-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ზონაში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა

2022 წლის 2 მარტს გაიმართა „ქვეყნის კოდის სახელების მხარდამჭერი ორგანიზაციის“ (ccNSO) მიერ ორგანიზებული ccTLD-ების ახალი ამბების სესია თემაზე „წევრების გაცნობა“. 
ccTLD ახალი ამბების სესიები წლების განმავლობაში ccNSO წევრების შეხვედრების ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფდა გლობალურ პლატფორმას როგორც უკვე გამოცდილი, ისე ახალი დაინტერესებული პირებისთვის  გამოცდილების გაზიარებისა და  ccTLD-ებთან დაკავშირებული ასპექტების განსახილველად. ccTLD ახალი ამბების წინა სესიებზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემატური საკითხები, აგრეთვე სტატისტიკა, სიახლეები, ტრენდები და სხვა.
.GE ზონის ადმინისტრატორის წარმომადგენელმა, სოფო ხიდაშელმა ისაუბრა ზონაში განხორციელებული რეფორმის, კერძოდ ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელზე გადასვლისა და მიღებული შედეგების შესახებ.

სიახლეები