23.12.22

განახლებული საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 22 დეკემბერს,  დომენების განახლებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. .GE ზონის ადმინისტრატორის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი განსახილველი საკითხები: 

  •     სტატისტიკური მონაცემების საჯაროობა;
  •    . gov.ge ზონის EPP პროტოკოლთან იმპელემენტაცია;
  •     არალეგალური კონტენტის გავრცელების რისკების შესახებ;
  •     რეგისტრატორის განაცხადის ფორმის ცვლილება;
  •     საკონსულტაციო საბჭო www.nic.ge -ზე;
  •     მიმდინარე იურიდიული საკითხები.

განხილვას ესწრებოდა საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, რომელთაც იმსჯელეს და ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრატორს კვალიფიციური რეკომენდაციები გაუწიეს. 

სიახლეები