20.03.19

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ

კავკასუს ონლაინმა, როგორც .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორმა (ccTLD) ახალი ზელანდიის შინაგან საქმეთა დეპარტამენტისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო.
წერილის თანახმად, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება 15 მარტს ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის ამსახველი ვიდეომასალა, რის გამოც ახალი ზელანდიის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ფარგლებში მოქმედი ციფრული უსაფრთხოების ჯგუფი მიმართავს ადმინისტრატორს, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირებულობა და .GE ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელით მოქმედი ამათუიმ ვებ გვერდის საშუალებით  მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ნებისმიერმა მომხმარებელმა დაუყოვნებლივ აცნობოს ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან განახორციელოს ასეთი ვებ გვერდის შესახებ განაცხადის დაფიქსირება მითითებულ ბმულზე: https://www.dia.govt.nz/web/submitforms.nsf/cencomp

სიახლეები