16.09.19

.GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მიერ დაგეგმილი კვლევა - 2019

კავკასუს ონლაინი, როგორც .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი  (ccTLD) ატარებს კმაყოფილების კვლევას .GE ზონაში 2018 წლის 16 აპრილს განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით.  

კვლევა, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია ყოველწლიურად, მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

1. რეგისტრატორების საჭიროებების, კმაყოფილება/უკმაყოფილების კვლევა;

2. რეგისტრანტების მიერ რეგისტრატორების მომსახურებით კმაყოფილების კვლევა.

კვლევის ფარგლებში დაგეგმილია როგორც რეგისტრატორი კომპანიების, ისე რეგისტრანტი პირების გამოკითხვა საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით და მისი მიზანია გაკეთდეს სრული ანალიზი სერვისის გაუმჯობესების, აღნიშნულ ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით.

სიახლეები