WHOIS

“WHOIS მომსახურება”- ნიშნავს მომსახურებას, რომლის შუამავლობითაც დომენური სახელების და რეგისტრანტების შესახებ ინფორმაცია გადაიცემა მონაცემთა საჯარო კომუნიკაციის ქსელში.
ადმინისტრატორი უფლებამოსილია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე WHOIS მომსახურების მეშვეობით გამოაქვეყნოს რეგისტრანტის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია რეგისტრანტისა და მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგს:

ფიზიკური პირის შემთხვევაში: 

  • რეგისტრატორის სახელი სრულად;
  • დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.
  • სახელის სერვერის სახელი.

იურიდიული პირის შეთხვევაში:

  • რეგისტრანტი იურიდიული პირის სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
  • ადმინისტრაციული და ტექნიკური საკონტაქტო პირის სახელები სრულად და მათი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართები;
  • სახელის სერვერის სახელი;
  • რეგისტრატორის სახელი სრულად;
  • დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.