ხ.დ.კ.

როგორ გავიგო დომენის მფლობელის ვინაობა?

იურიდიული პირის შემთხვევაში, დომენის მფლობელისვინაობა არის საჯარო და შემოწმება შესაძლებელია nic.ge ვებ გვერდის დომენის საძიებო ველის ან WHOIS სერვისის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: whois.nic.ge.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, დომენური სახელის მფლობელის ვინაობა არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია შემდეგი ინფორმაცია:

  • რეგისტრატორი კომპანია
  • რეგისტრაციის თარიღი
  • გათიშვის თარიღი
  • სერვერები

იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორს ან/და ადმინისტრატორს მიმართავს მესამე პირი, რომელიც მისი შესაძლო დარღვეული უფლებების სამართლებრივი დაცვის მიზნებისთვის მოითხოვს ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც არ არის გამოქვეყნებული WHOIS მომსახურების მეშვეობით, იმ რეგისტრანტის შესახებ, რომლის დომენური სახელის რეგისტრაციაც შესაძლოა ლახავდეს ასეთი მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ან იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს იურისდიქციის მქონე უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ან/და დომენურ სახელთან დაკავშირებით ინიცირებული დავის ფარგლებში, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი უფლებამოსილია გაუმჟღავნოს ასეთ მესამე პირს, ორგანოს, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრს რეგისტრანტის შესახებ ინფორმაცია.

რა არის WHOIS მომსახურება?

WHOIS მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომლის შუამავლობითაც დომენური სახელების და რეგისტრანტების შესახებ ინფორმაცია გადაიცემა მონაცემთა საჯარო კომუნიკაციის ქსელში.
ადმინისტრატორი უფლებამოსილია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე WHOIS მომსახურების მეშვეობით გამოაქვეყნოს რეგისტრანტის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია რეგისტრანტისა და მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ, რომელიც GDRP-ის ფარგლებში მოიცავს შემდეგს: 

ფიზიკური პირის შემთხვევაში: 

  • რეგისტრატორის სახელი სრულად;
  • დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.
  • სახელის სერვერის სახელი.

იურიდიული პირის შეთხვევაში:

  • რეგისტრანტი იურიდიული პირის სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
  • ადმინისტრაციული და ტექნიკური საკონტაქტო პირის სახელები სრულად და მათი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართები;
  • სახელის სერვერის სახელი;
  • რეგისტრატორის სახელი სრულად;
  • დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.
რას ნიშნავს .ge დომენის ადმინისტრატორი?

.ge დომენის ადმინისტრატორი ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს, უზრუნველყოფს დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD- Top Level Domain) სახელის სერვერების უსაფრთხო და სტაბილურ ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD) ზონის მონაცემების შესახებ რეგულარული განახლებების გენერირებას. .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი არის შპს კავკასუს ონლაინი.

რას ნიშნავს .ge დომენის რეგისტრატორი?

.ge დომენის რეგისტრატორი ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს ადმინისტრატორის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია და რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად უწევს სარეგისტრაციო მომსახურებას რეგისტრანტებს.

რა არის ტრანზიტი?

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგისტრატორი კომპანიის შეწყვეტს ფუნქციონირებას, ტრანზიტის პროცედურის საშუალებით, ადმინისტრატორი დროებით დაიბრუნებს აღნიშნული რეგისტრატორის პორტფელში არსებულ დომენებს და რეგისტრანტებს შეუქმნის დროებით პროფილებს ადმინისტრატორის ვებ გვერდზე. რეგისტრანტი ვალდებულია 30 დღის განმავლობაში განახორციელოს დომენის ტრანსფერი მის მიერ შერჩეულ რეგისტრატორ კომპანიაში. ტრანზიტის პირობებში, რეგისტრანტი არ იხდის ტრანსფერის საფასურს.

როგორ განვაახლო საკონტაქტო ინფორმაცია?

საკონტაქტო ინფორმაციის განახლება ხდება ადმინისტრატორის ვებ გვერდზე არსებული პირადი პროფილიდან. ან, ადმინისტრატორის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე მოთხოვნის წერილის გაგზავნით. ფიზიკური პირის შემთხვევაში საჭიროა პირადობის მოწმობის ასლის დართვა. იურიდიული პირის შემთხვევაში ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ოფიციალური წერილის გაგზავნა.

როგორ შევცვალო საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი?

საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართის ცვლილება შესაძლებელია ადმინისტრატორის ვებ გვერდზე არსებული პირადი პროფილიდან ან ადმინისტრატორის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე მოთხოვნის წერილის გაგზავნით. ფიზიკური პირის შემთხვევაში საჭიროა პირადობის მოწმობის ასლის დართვა. იურიდიული პირის შემთხვევაში ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ოფიციალური წერილის გაგზავნა.

რა შემთხვევაში ხდება დომენის შეჩერება/გაუქმება?

ადმინისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრატორს, ასევე, რეგისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრანტს დომენური სახელის  რეგისტრაციაზე ან შეაჩეროს რეგისტრაცია არსებითი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

  • დომენის რეგულაციის შესაბამისად, ადმინისტრატორს არ გაეგზავნა სრულყოფილი ინფორმაციის შემცველი დომენური სახელის რეგისტრაციის განაცხადი, ან გადაცემის განაცხადი, ან თანხმობა;
  • არ დგინდება რეგისტრანტის ან რეგისტრანტის წარმომადგენლის ვინაობა დომენის რეგულაციის შესაბამისად;
  • დომენური სახელის ზოგადი დომენის ზონაში რეგისტრაციის პირობები არ არის შესრულებული;
  • რეგისტრანტმა დაარღვია დომენის რეგულაცია ან/და მარეგულირებელი კანონმდებლობა და არ აღმოუფხვრია ასეთი დარღვევა ადმინისტრატორისგან ან/და რეგისტრატორისგან რეგისტრანტისთვის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში; 
  • თუ შესაბამისი მოთხოვნა გადაგზავნილია ადმინისტრატორისთვის სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მიერ;
  • დომენური სახელი არის რეზერვირებული ან დაკავებული.
  • საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას რეგისტრანტის მიერ საქართველოს კანონდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით” დადგენილი მოთხოვნების, უგულებელყოფის შემთხვევაში ამავე კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი წესით შეაჩეროს დომენური სახელის რეგისტრაცია.

ადმინისტრატორი ან/და რეგისტრატორი ვალდებულია გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაცია:

  • შეჩერებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება მითითებულ ვადაში. 
  • კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე.
რა შემთხვევაში მივმართავთ WIPO-ს?

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრს („WIPO-ს ცენტრი“) უფლება აქვს დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება თუ წესების შესაბამისად WIPO-ს ცენტრს მიმართავს მესამე მხარე („მოსარჩელე“) და დაასაბუთებს რომ:

  • თქვენი დომენური სახელი არის იდენტური ან მსგავსი იმ სასაქონლო ნიშნისა, ან მომსახურების ნიშნისა რომელ სასაქონლო ან მომსახურების ნიშანზეც მოსარჩელეს აქვს განსაკუთრებული უფლებები; 
  • თქვენ არ გაქვთ დომენურ სახელთან დაკავშირებით უფლებები, ან კანონიერი ინტერესი; 
  • თქვენი დომენური სახელი რეგისტრირებულია, ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერად.
როგორ დავუკავშირდე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO)?

.GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავის წარმოებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრთან საკომუნიკაციოდ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია წინამდებარე ბმულზე: https://www.wipo.int/amc/en/domains/cctld/ge/index.html

1 2 3