ხ.დ.კ.

როგორ ხდება დომენური სახელის გადაცემა?

დომენური სახელის გადაცემისას რეგისტრანტი, რომელიც გადასცემს დომენურ სახელს, უნდა შეიცვალოს მიმღები (ახალი) რეგისტრანტით.
რეგისტრატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს გადამცემ რეგისტრანტს და მიმღებ რეგისტრანტს დასტური წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომელი დასტურითაც აშკარაა მიმღები რეგისტრანტის ნება, რომ დომენური სახელი დარეგისტრირდეს მის სახელზე და ასევე გადამცემი რეგისტრანტის ნება, რომ გადასცეს დომენური სახელი მიმღებ რეგისტრანტს. 
დომენური სახელის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების ან/და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

რა შემთხვევაშია შეუძლებელი დომენის გადაცემა?

ადმინისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრატორს, ასევე, რეგისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრანტს დომენური სახელის გადაცემაზე, ასეთ დომენურ სახელთან დაკავშირებით სასამართლოში ან დავის ალტერნატიულ განმხილველ ორგანოში, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში მიმდინარე დავის დასრულებამდე.

1 2 3