ტრანსფერის პროცედურა

დომენური სახელის მფლობელი ვალდებულა აირჩიოს ერთ-ერთი რეგისტრატორი კომპანია, რომელთანაც დაატრანსფერებს დომენურ სახელს. სატრანსფერო კოდის მიღება შესაძლებელია  პირადი პროფილიდან საიტზე: www.nic.ge
თუ დომენური სახელის მფლობელს ჯერ კიდევ არ აქვს პროფილი, მისი შექმნა შესაძლებელია ამავე საიტიდან.

პროფილის აქტივაციის ინსტრუქცია: 

  • მომხმარებელი შედის http://www.nic.ge-ზე „პროფილში“;
  • ირჩევს არსებული მომხმარებელი (პროფილის რეგისტრაცია);
  • მოცემულ ველებში უთითებს დომენურ სახელს და საკონტაქტო ელ.ფოსტას, სადაც ეგზავნება ბმული. 
  • გადადის ელ.ფოსტაზე გამოგზავნილ ბმულზე, უთითებს მომხმარებლის სახელს და პაროლს და ახორციელებს პროფილში შესვლას.


დომენის ტრანსფერის ინსტრუქცია:

1. დომენური სახელის მფლობელი შედის პროფილში;

2. პროფილში ჩანს ყველა ის დომენური სახელი, რაც რეგისტრირებულია კონკრეტული მფლობელის სახელზე. დომენის მფლობელს შეუძლია წარმოდგენილ ჩამონათვალში მონიშნოს დომენი, რომლის დატრანსფერებაც სურს (ერთი/რამდენიმე/ყველა) და უთითებს  ღილაკს „სატრანსფერო კოდის გენერაცია“; 

3. პროფილში მომხმარებელს უგენერირდება სატრანსფერო კოდი, რომელიც ციფრებისა და ასოების 10 ნიშნა კომბინაციას წარმოადგენს.  კოდი გამოჩნდება როგორც პროფილში, აგრეთვე გამოიგზავნება საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართზე. სატრანსფერო კოდი ვალიდურია 7 დღის განმავლობაში. სატრანსფერო კოდის დაგენერირების შემდეგ მომხმარებელი ირჩევს ღილაკს „ტრანსფერი“, რომლის აქტივაციის შემდეგ იხსნება ბანერი რეგისტრატორი კომპანიების ლოგოებით. 

4.  მომხმარებელი ირჩევს სასურველ რეგისტრატორ კომპანიას, ლოგოზე აქტივაციით გადადის რეგისტრატორის ვებ პორტალზე, სადაც იხსნება უშუალოდ დომენური სახელის ტრანსფერის გვერდი.


სავალდებულოა:

  • დომენის სახელის მითითება რეგისტრატორის პორტალზე საძიებო ველში;
  • სატრანსფერო კოდის მითითება შესაბამის გვერდზე;
  • სარეგისტრაციო განაცხადის კორექტულად შევსება;

დომენის საფასურის გადახდა, გადახდილი თანხა უზრუველყოფს დომენის სარეგისტრაციო მომსახურების 1 წლით გახანგრძლივებას.