.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესების თანახმად, კავკასუს ონლაინი ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას.
რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები, რომლებიც ახორციელებენ სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციასა და მართვას;
.GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს 21 აკრედიტირებული კომპანია არეგისტრირებს.
რეგისტრატორისთვის დადგენილი მოთხოვნები:
- განმცხადებელი, რომელსაც სურს გახდეს რეგისტრატორი, უნდა წარმოადგენდეს სათანადოდ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
- განმცხადებელმა, რომელსაც სურს გახდეს რეგისტრატორი უნდა გადაიხადოს ერთჯერადი მოსაკრებელი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსაკრებელი დაწესებულია განაცხადის განსახილველად და არ ექვემდებარება დაბრუნებას, მიუხედავად განაცხადის დადასტურებისა ან უარის თქმისა.
- განმცხადებელმა ადმინისტრატორს უნდა წარუდგინოს რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა, რომლის პირობები უნდა შეესაბამებოდეს „.GE დომენის რეგისტრაციის და ადმინისტრაციის წესების“ მოთხოვნებს.
- განმცხადებელს უნდა ქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს სადეპოზიტო შენატანი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
- განმცხადებელი ვალდებულია წინამდებარე ვებ გვერდზე შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
- ბოლო ერთი თვის განმავლობაში განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის ერთჯერადი 500 ლარიანი მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმის შაბლონი.