კავკასუს ონლაინი .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს დომენური სახელების რეესტრს, ორგანიზებას უწევს დომენური სახელების რეგისტრაციას სადამფუძნებლო დოკუმენტების, .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების, საქართველოს კანონმდებლობის, ICANN-სა და კავკასუს ონლაინს შორის გაფორმებული შეთანხმების და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულია მოცემულ სფეროში. კავკასუს ონლაინი ქვეყნის კოდის სახელების მხარდამჭერი ორგანიზაციის (ccNSO) წევრია, რომელიც თავის მხრივ ICANN სტრუქტურაში ccTLD მენეჯერებისთვის და მიერ შექმნილ ორგანოს (სტრუქტურულ ერთეულს) წარმოადგენს.
.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2018 წელს კავკასუს ონლაინმა ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის (country code Top Level Domain – ccTLD) მართვისა და ადმინისტრირების რეგულირების ახალი მოდელი შეიმუშავა.
.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესების მიხედვით:
.GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მიზნით, კავკასუს ონლაინს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (World Intellectual Property Organization -WIPO).
.GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების, მართვისა და რეგისტრაციის პროცესში ჩართული და დაინტერესებული პირების ინტერესების უზრუნველსაყოფად, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის კავკასუს ონლაინს ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს განყოფილებასთან (Georgian Chapter of the Internet Society) გაფორმებული აქვს .GE დომენის ადმინისტრირებისა და მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი.
2018 წლის 10 ოქტომბერიდან კავკასუს ონლაინი CENTR-ის (Council of European National Top-Level Domain Registries) სრულუფლებიანი წევრია.