2022 წლის 6 ივნისს კავკასუს ონლაინსა და ISOC-Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მხარეთა მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსის, .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების, მართვისა და რეგისტრაციის პროცესის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად წარმართვას და ამ პროცესში ადგილობრივი ინტერნეტ საზოგადოების წევრების ინტერესების დაბალანსებას.
დოკუმენტიკავკასუს ონლაინსა და ISOC-Georgia-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ინტერნეტ საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას, ასევე მოცემულ სფეროში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით აღიარებული პრინციპების დაცვას.
დოკუმენტიკავკასუს ონლაინსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO) შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს .GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას.
დოკუმენტი