13.03.26

„კავკასუს ონლაინმა“ .GE დომენურ ზონაში DNSSEC უსაფრთხოების მექანიზმი დანერგა

„კავკასუს ონლაინმა“, როგორც .GE ზონის ადმინისტრატორმა, დომენური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად DNSSEC ტექნოლოგია დანერგა. აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს .GE ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელები უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმით დაიცვას.

DNSSEC (Domain Name System Security Extensions) წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც დომენური სახელების სისტემაში მონაცემთა ავთენტურობასა და სანდოობას უზრუნველყოფს და ამცირებს კიბერთავდასხმების რისკებს. მისი დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა ციფრულ ინფრასტრუქტურასა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება.

DNSSEC-ის მნიშვნელობისა და პრაქტიკული დანერგვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, „კავკასუს ონლაინი“ სპეციალურ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან სამთავრობო უწყებების, ბანკების, ელექტრონული კომერციის სექტორისა და კრიტიკული ციფრული აქტივების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში .GE ზონის ადმინისტრატორი წარადგენს პრეზენტაციას DNSSEC ტექნოლოგიის შესახებ, უპასუხებს მონაწილეთა შეკითხვებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს გაუწევს კვალიფიციურ რეკომენდაციებს უსაფრთხოების ახალი მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით.

სიახლეები