.GE ზონის ადმინისტრატორის ინიციატივით, ICANN-ის რეგიონალურმა მენეჯერმა .GE ზონის აკრედიტირებულ რეგისტრატორებთან შეხვედრა გამართა.
ICANN (მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის) წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ნატალია მოჩუმ და მისმა კოლეგამ ელენა პლექსიდამ 19-20 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ლოკალური რეგისტრატირებისათვის საინტერესო საკითხები განიხილეს.
შეხვედრა, რომლის მიზანიც რეგისტრატორებისთვის ICANN-ის ორგანიზაციული მმართველობისა და თანამშრომლობის სტრუქტურის გაცნობა იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. .GE ზონის აკრედიტირებულმა რეგისტრატორებმა მიიღეს ინფორმაცია სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე და ასევე ICANN-ის წარმომადგენლებმა გააცნეს რა წესები და პროცედურებია რეგისტრატორებისათვის ICANN -ის მიერ აკრედიტირებულ რეგისტრატორობის მოსაპოვებლად საჭირო.
ადმინისტრატორის მიერ ორგანიზებული შეხვედრა იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ICANN-ის მიერ არააკრედიტირებულ რეგისტრატორ კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აღნიშნულ პირობებს და პროცედურებს, გამოეთქვათ მოსაზრებები და განეხილათ ბიზნესის განვითარების პერსპექტივები ICANN-თან თანამშრომლობის ფარგლებში.