2019 წლის 12-13 ნოემბერს კავკასუს ონლაინმა, როგორც .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-5 ფორუმში. ღონისძიებაზე .GE ზონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხათუნა შუბითიძემ ინტერნეტ საზოგადოებას 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგები, .GE ზონის მიღწევები, გამოწვევები და გეგმები გააცნო.