25.05.22

.GE ზონის ადმინისტრატორმა ccNSO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე პანდემიის გავლენა შეაფასა

2022 წლის 19 მაისს გაიმართა „ქვეყნის კოდის სახელების მხარდამჭერი ორგანიზაციის“ (ccNSO) მიერ ორგანიზებული ccTLD-ების ახალი ამბების სესია თემაზე „პანდემიის გავლენა ccTLD-ებზე“. 

ccTLD ახალი ამბების სესიები წლების განმავლობაში ccNSO წევრების შეხვედრების ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფდა გლობალურ პლატფორმას როგორც უკვე გამოცდილი, ისე ახალი დაინტერესებული პირებისთვის  გამოცდილების გაზიარებისა და  ccTLD-ებთან დაკავშირებული ასპექტების განსახილველად. ccTLD ახალი ამბების წინა სესიებზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემატური საკითხები, აგრეთვე სტატისტიკა, სიახლეები, ტრენდები და სხვა.

.GE ზონის წარმომადგენელმა, სოფო ხიდაშელმა პარტნიორებს გააცნო ინფორმაცია .GE ადმინისტრატორის მიერ ზონის შეუფერხებლად მუშაობისთვის გადადგმული ნაბიჯებისა და COVID-19-თან ასოცირებული დომენების სტატისტიკის თაობაზე.
 

სიახლეები