2023 წლის 26 იანვარს LACTLD (ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ასოციაცია ccTLDs) სასწავლო პროგრამის ფარგლებში პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე დაგეგმილ საქმიანობას ერთობლივად უხელმძღვანელებს აღნიშნული ასოციაცია და CENTR. წლის პირველ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ccTLD-ების წარმომადგენლები.
LACTLD ტრენინგები ხელს უწყობს პოტენციალის გაზრდას და აძლიერებს რეგიონალურ თანამშრომლობას ccTLD-ებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. ასოციაციის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული სემინარების მიზანია დაეხმაროს ასოცირებულ წევრებს, რათა უკეთ გაეცნონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
ღონისძიებას 15 რეგიონალური ccTLD-დან (.ar, .br, .cl, .co, .cr, .do, .ec, .gt, .ht, .mx, .pa, .py, .sv, .uy და .ve) 69 მონაწილე დაესწრო, ხოლო ტრენინგის პირველ ნაწილში ccTLD ევროპული ორგანიზაციის 17 წევრი მონაწილეობდა (.ca, .cat, .de, .es, .eu, .ge, .gg, .lt, .lv, .me, .no, .pl, .pt, .rs, .se, .si და .sk). მომხსენებლებმა ისაუბრეს ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელზე, კერძოდ კი აკრედიტაციის პროცესზე.
სოფო ხიდაშელმა (.GE), ანა გნიადეკმა (.PL) და სლავომირ რაკოჩიმ (.PL) მოამზადეს პრეზენტაციები პირდაპირი რეგისტრაციის მოდელიდან ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელზე გადასვლის შესახებ. LACTLD-ს წარმომადენელმა ხოსე ერნესტო გრიმალდომ (.MX), ხუან ანტონიო გუტიერეს გილთან (.ES) და ხემა მორენო დელ ვაიესთან (.ES) აღწერეს აკრედიტაციის პროცესები მათი ქვეყნების ccTLD-ებში. ამრიგად, ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სხვადასხვა გლობალური მიდგომების გაცნობა, რომლებიც გამოიყენება ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვისა და ევროპის ქვეყნების ccTLD-ის სამართავად.