03.07.24

Nic.ge-მ და შპს ინსაითსმა ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი განახორციელეს

შპს “კავკასუს ონლაინის”, როგორც .GE ccTLD ადმინისტრატორისა  და შპს ინსაითის პარტნიორობის ფარგლებში,  წარმატებით დასრულდა ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა www.nic.ge -ის (.GE ccTLD -ის სარეგისტრაციო ვებ გვერდის) ციფრული ინფრასტრუქტურისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ანალიტიკური ხელსაწყოებისა და მთვლელების ინტეგრაცია www.nic.ge-ის ვებგვერდზე. ამ ნაბიჯმა .GE ზონის ადმინსიტრატორს შესაძლებლობა მისცა სრულფასოვნად შეესწავლა მომხმარებლების ქცევა, შეეფასებინა ვებგვერდისა და სხვა კრიტიკული მაჩვენებლების ეფექტიანობა. დამატებით, პროექტი მოიცავდა სხვადასხვა მონაცემთა წყაროების ერთიან მონაცემთა საცავში გაერთიანებას, რომელზეც დაშენდა ავტომატიზირებული რეპორტინგის მოდული.

.GE ზონის ადმინისტრატორისა და Insights-ის ერთობლივმა პროექტმა შესაძლებელი გახადა კომპანიის მიზნებზე მორგებულ ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება .GE ზონის განვითარების მიზნით.

სიახლეები