14.04.25

.GE ზონის ადმინისტრატორმა re:school-თან პარტნიორობის ფარგლებში ღონისძიება გამართა

.GE ზონის ადმინისტრატორ Caucasus Online-ისა და საგანმანათლებლო პლატფორმა re:school-ის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა .GE დომენის პოპულარიზაციასა და მისი უპირატესობების წარმოჩენას.

ღონისძიებაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა შეიტყვეს, რომ .GE არის არამხოლოდ სანდო ციფრული მისამართი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ საქართველოს ეროვნული კოდი - ციფრული დროშა, რომელიც ყველას ეუბნება, საიდან ხარ.

ღონისძიებაზე განხილული იყო:

რას ნიშნავს დომენი და .GE ზონა;

სად და როგორ ხდება დომენური სახელის რეგისტრაცია;

რა იურიდიული და ტექნიკური დეტალებია მნიშვნელოვანი დომენის სწორად დასარეგისტრირებლად;

რატომ .GE და არა სხვა დომენური ზონა;

როგორ დავიცვათ კომპანიის სახელი და ბრენდი ონლაინ სივრცეში.

ღონისძიებას 80 ახალგაზრდა დაესწრო. ასევე, გაიმართა Kahoot-ვიქტორინა .GE დომენზე და მონაწილე ზურა ასათიანმა, რომელმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი გასცა, iPhone 16 Pro მოიგო.

 

 

სიახლეები