2019 წლის 16 აპრილიდან იმ რეგისტრანტებს, რომლებსაც არ განუხორციელებიათ რეგისგრატორის სავალდებულო ცვლილება, შეუჩერდებათ დომენური სახელის ფუნქციონირება.
რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს, დომენური სახელის ქვეშ მოქმედი ყველა ვებ სერვისის (მეილი, ვებ გვერდი) შეწყვეტას.
შეგახსენებთ, 2018 წლის 16 აპრილიდან ძალაში შევიდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული სისტემა და წესები, რომლის თანახმად, კავკასუს ონლაინმა შეწყვიტა რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. კავკასუს ონლაინის ნაცვლად რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები.
2019 წლის 16 აპრილამდე ყველა რეგისტრანტმა, რომელთა რეგისტრატორს წარმოადგენს კავკასუს ონლაინი, უნდა განახორციელოს რეგისტრატორის სავალდებულო ცვლილება, აირჩიოს აკრედიტირებული რეგისტრატორი კომპანია, რომლის ვებ-გვერდზეც ონლაინ რეჟიმში განახორციელებს დომენური სახელის მართვას.
დომენური სახელის დატრანსფერება სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, ერთზე მეტი წლით აქვს თუ არა მომხმარებელს გადახდილი დომენით სარგებლობის საფასური.
ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია დომენის შეჩერების პერიოდშიც www.nic.ge -ზე მომხმარებლის პროფილიდან: https://nic.ge/client/login
აკრედიტირებული რეგისტრატორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია წინამდებარე ბმულზე: https://nic.ge/ka/registrars/registrar-companies
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 000 022