.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები მოიცავს ტრანზიტის პროცედურას, რომლის დროსაც რეგისტრატორი კომპანიის პორტფელში შემავალ დომენურ სახელებს დროებით მართავს ადმინისტრატორი.
აკრედიტირებული კომპანია ვალდებულია, რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად, სარეგისტრაციო მომსახურება გაუწიოს რეგისტრანტებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგისტრატორი კომპანია შეწყვეტს ფუნქციონირებას, ტრანზიტის პროცედურის საშუალებით, ადმინისტრატორი დაიბრუნებს აღნიშნული რეგისტრატორის პორტფელში არსებულ დომენურ სახელებს და ადმინისტრატორის ვებ გვერდზე რეგისტრანტებს შეუქმნის დროებით პროფილებს.
რეგისტრანტი ვალდებულია 30 დღის განმავლობაში განახორციელოს დომენის ტრანსფერი მის მიერ შერჩეულ რეგისტრატორ კომპანიაში. ტრანზიტის პირობებში, რეგისტრანტი არ იხდის ტრანსფერის საფასურს.