ხ.დ.კ.

რა არის დომენი?

დომენი არის უნიკალური ინტერნეტ მისამართი, რომლის საშუალებითაც ხდება თქვენი ვებ გვერდის მოძებნა ინტერნეტ სივრცეში.  
„დომენური სახელი“ - ნიშნავს იდენტიფიცირების ნიშანს და შედგება:
.ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი მეორე დონის დომენისგან (მაგალითად, nic.ge); ან
.ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი ზოგადი დომენისგან (მაგალითად, nic.com.ge).
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: (რა არის დომენი)

რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი?

ზოგადი დომენის ზონაში შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელები, იქვე მითითებული შესაბამისი პირობების დაცვით:
.com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;
.edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;
.org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე;
.net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან;
.pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე.
.school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე;

რა სიმბოლოების გამოყენება შეიძლება დომენის შერჩევისას?
  • დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;
  • დიდი და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;
  • დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;
  • დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური - 63 (სამოცდასამი)
ვის შეუძლია დომენის დარეგისტრირება?

დომენის დარეგისტრირება შეუძლია როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ სრულწლოვან ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

როგორ დავარეგისტრირო დომენი?

რეგისტრანტი ირჩევს მისთვის სასურველ რეგისტრატორ კომპანიას და მასთან არეგისტრირებს დომენს. რეგისტრატორი კომპანიების სია ხელმისწავდომია ადმინისტრატორის ვებ გვერდზე

რა არის DNS?

რადგან, დომენური სახელები არის ანბანური, მათი დამახსოვრება მარტივია. მაგრამ რეალურად ინტერნეტი არის დაფუძნებული IP მისამართებზე (ციფრების სტრიქონი). ყოველთვის, როდესაც იყენებთ დომენურ სახელს, DNS სერვისი ამ სახელს თარგმნის შესაბამის IP მისამართად. 
როდესაც ვებ მისამართში უთითებთ,მაგალითად nic.ge, თქვენი ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერი ხედავს DNS-ს რომელიც არის ასოცირებული დომენურ სახელთან და თარგმნის მას IP მისამართად (შესაბამის ციფრების სტრიქონად) და ამგვარად უკავშირდებით სასურველ ვებ გვერდს (მაგ. nic.ge-ს).

რა არის დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი გულისხმობს დომენის ერთი რეგისტრატორისგან მეორესთან გადატანას. 
აგრეთვე, .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრირების განახლებული წესების თანახმად, კავკასუს ონლაინი ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ კავკასუს ონლაინის ფარგლებში ვეღარ განხორციელდება დომენური სახელის რეგისტრაცია და მომსახურების საფასურის გადახდა. აქედან გამომდინარე, 2019 წლის 16 აპრილამდე კავკასუს ონლაინიდან დომენის ტრანსფერი არის სავალდებულო.

როგორ დავატრანსფერო დომენი?

დომენის ტრანსფერის პროცესის ინსტრუქციის სანახავად მიყევით ბმულს: (ტრანსფერის პროცედურა)

როგორ მივიღო სატრანსფერო (EPP) კოდი?

სატრანსფერო (EPP) კოდის მისაღებად, რეგისტრანტი შედის ადმინისტრატორის ვებ გვერდზე არსებულ პირად პროფილში, მონიშავს დომენს რომლის დატრანსფერებაც სურს და აწვება ღილაკს „სატრანსფერო კოდის გენერაცია“. შედეგად დაგენერირდება სატრანსფერო კოდი რომელიც ციფრებისა და ასოების 12 ნიშნა კომბინაციას წარმოადგენს.
ინსტრუქციის სანახავად გადადით ბმულზე: (ტრანსფერის პროცედურა)

რა ღირს დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი არის უფასო. რეგისტრანტი იხდის მხოლოდ რეგისტრანტის მიერ დადგენილ სააბონენტოს საფასურს.

1 2 3